ახალი ამბები • 1656066074
ბათუმში, ავტომობილი დაიწვა - ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან
ახალი ამბები
1652646499
ბათუმში ავტომობილი დაიწვა. ცეცხლი ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების გზაჯვარედინზე, გაჩერებულ მანქანას გაუჩნდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სახანძარო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
თვითმხილველები TV25.GE-ის უყვებიან, რომ შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა და შედეგად, არავინ დაშავებულა.
"არავინ დაშავებულა, არავინ იჯდა მანქანაში, არც მძღოლი, ჯერ არც კი იციან ვისია ავტომობილი. გაჩერებული იყო და გაუჩნდა ცეცხლი, რატომ არ ვიცით. გვერდით კიდევ იყო რამდენიმე მანქანა გაჩერებული, მაგრამ გამოყვანა მოასწრეს", - ამბობს თვითმხილველი TV25.GE-სთან საუბრისას.
მიმდინარეობს გამოძიება.

მდინარე ჭოროხმა 35 წლამდე ასაკის კაცი გაი...
1655811403

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა