ბათუმში, 1 არასრულწლოვანი გააუპატიურეს, ორის მიმართ კი გარყვნილ ქმედებას ჰქონდა ადგილი

სექსუალური ძალადობა

TV25.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, ერთი არასრულწლოვანი გააუპატიურეს, ორის მიმართ კი გარყვნილ ქმედებას ჰქონდა ადგილი. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა.

ფაქტს გვიდასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, 1 პირი გააუპატიურეს, რაზეც 40 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ასევე ერთი მოზარდის მიმართ ჰქონდა ადგილი გარყვნილ ქმედებას, რაზეც გამოძიება გრძელდება.

საქმეში სოციალური მუშაკია ჩართული.

მეტის ნახვა