ბათუმის სახელმწიფო თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინეს

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, კაკო ძნელაძემ წარუდგინა. ირაკლი კიკვაძე, პოზიციაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. ახალმა ხელმძღვანელმა კოლეგებს გეგმები და სტრატეგიები გააცნო.

ცნობისთვის, “TV25”, ფაქტზე, რომ ირაკლი კიკვაძე ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდებოდა, კონკურსის გამოცხადებამდე წერდა. დღეს ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს ვკითხეთ, რა აზრი ჰქონდა შესარჩევ ტურს, იმ ფონზე, როდესაც თანამდებობები წინასწარ იყო გადანაწილებული. რაზეც გვიპასუხა, რომ მისი შერჩევა, ობიექტურად და მიუკერძოებლად მოხდა.

შეგახსენებთ, ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ჩხაიძე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

მეტის ნახვა