ბათუმის პორტში, სანქცირებული ტვირთით დატვირთული რუსული გემი დგას - რას ამბობენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში?

სანქცირებული რუსული კომპანიის საქონლით დატვირთული გემი ბათუმის ნავსადგურში. მცურავ საშუალებას 30 ათას ტონამდე ვაკუუმ გაზოილი გადაჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი ბათუმის პორტში 2 დღის წინ შევიდა.

ამავე ცნობით, ქართული მხარე ტვირთის წარმომავლობის შეცვლას და ევროპაში ისე გაგზავნას ცდილობდა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აღნიშნულს უარყოფს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საბაჟომ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა.

სანქცირებულ რუსულ ტვირთზე ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა. მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ გემი რუსული სანქცირებული კომპანიის როსნეფტის, 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით არის დატვირთული.

მათივე ინფორმაციით, ქართული მხარე ცდილობს, ტვირთს წარმომავლობა შეუცვალოს და ევროპაში ისე გააგზავნოს.

 

ფოტო: არქივიდან

მეტის ნახვა