ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რას ითხოვენ შეკრებილი მოქალაქეები?

საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან. ადგილზე მოქალაქეები დაუსრულებელი მშენებლობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, სამშენებლო კომპანია ,,ევროლუქსმა'', 200-მდე ადამიანი მოატყუა.

მათი თქმით, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბაგრატიონის 113 ნომერში ჯერ, მხოლოდ, ორი სართულია აშენებული და სამუშაოები შეჩერებულია.

დაზარალებულები ბათუმის მერიისგან საკითხით დაინტერესებას და დახმარებას ითხოვენ.

მეტის ნახვა