ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

პოლიცია

ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა დედოფლისწყაროში მოხდა. ადგილობრივთა თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.

შედეგად, 33 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა, ორი მგზავრი კი საავადმყოფოში მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტის ნახვა