ავარია გეგუთის გზაზე - დაშავდა მძღოლი

პოლიცია

ავტოსაგზაო შემთხვევა გეგუთის გზაზე. ცოტა ხნის წინ, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი გზიდან გადავარდა.

TV25.GE-ის ინფორმაციით, მანქანაში 3 ადამიანი იჯდა. დაშავდა მძღოლი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურის ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები. მიმდინარეობს გამოძიება.

მეტის ნახვა