ახალი ამბები • 1651678154
1-ლი მაისიდან მეცხვარე ფერმერები ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით სარგებლობენ
ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილების დაწყების პარალელურად, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში არსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე მუშაობა განახლდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციასა და შემცირებას უწყობს ხელს.
კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დუშეთი/ქუბრიაანთკარი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში, დღეისათვის, 7 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს.
პუნქტებზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი; ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.
სპეციალისტები მეცხვარე ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.
1651582689
1651576220
1651575666
1650535120

















