1 დადუპული და 1 დაშავებული - ავარია ჩაქვში

ავარია

ფოტო: სულხან მესხიძე

ჩაქვში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. TV25.GE-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა.

დაშავებული, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტის ნახვა