სოფელი ხელვაჩაურში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს - ახალშენის ისტორია "მაცნეში"

სოფელი ხელვაჩაურში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გიყვებით ახალშენზე, საუკუნოვანი ისტორიით. როდის აშენდა ზუსტი თარიღი ადგილობრივთაგან არავინ იცის, სახელწოდების შესახებ კი ყველას განსხვავებული ვერსია აქვს. მოსახლეობა სოფლის უნიკალურობას იმ ეკლესიაში ხედავს, რომელიც ბერძნებმა ააგეს. აქ მცხოვრებლები იხსენებენ ახალშენის საქარავნე გზის სტატუსსაც. დასახლებაში 11 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა.

როდის აშენდა, სოფელი ახალშენი, ზუსტი წლები არ იციან. დასახლებას კი, ახალშენი, მაშინ დაერქვა, როდესაც პონტოელი ბერძნები თურქებმა განდევნეს და ტერიტორიაზე დასახლდნენ. სოფელი, ცნობილი, საქარავნე გზით იყო. 1936 წლამდე, ტერიტორიას, კონტრაბანდისთვის იყენებდნენ. მოქალაქეებს, აქედან, პირუტყვი, თურქეთში, მალულად გადაჰყავდათ. ახალშენის თემში, რამდენიმე სოფელი შედის. სამება, განახლება, ახალშენი, ზედა ახალშენი, ხეღრუ და ცარცხელა. სოფლის ისტორია კოლმეურნეობის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწერა.

აქ მცხოვრებლები, ახალშენზე სხვადასხვაგვარ ისტორიებს ყვებიან. მაგალითად, სოფლის უხუცესის გადმოცემით, სახელი ახალშენი, ტერიტორიას ახალი დასახლებების გამო დაერქვა. თავდაპირველად, სოფელში, 11 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. აჭარაში, ყველაზე მეტი, უცხოეთის მოქალაქე, სწორედ, აქ დასახლდა. 

ადგილობრივების ცოდნით, სოფელი 2000 წლის წინაც არსებობდა. გვიყვებიან, რომ საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროს ჭურები აღმოაჩინეს, რომელიც საუკუნეებს ითვლის. სოფლის უნიკალურობას, ის ეკლესიაც ადასტურებს, რომელიც საუკუნეების წინ, ბერძნებმა ააგეს. ხის ტაძარი,  წლების შემდეგ დაიწვა და ადგილობრივებმა, საკუთარი ძალებით, აღადგინეს.

გადმოცემით იციან ისიც, რომ სოფელი, სხვადასხვა ციტრუსოვანი კულტურის სიმდიდრით გამოირჩეოდა. დასახლებას ტურისტებიც, ხშირად, სტუმრობენ.

ახალშენში ათასობით ადამიანი ცხოვრობს. მისი ისტორია ბევრმა არ იცის. ადგილობრივთა უმეტესობამ, სოფელზე, სადაც, მთელი ცხოვრება გაატარეს, მისი უნიკალურობისა და წარმოშობის შესახებ, თითქმის, არაფერი იციან.

მეტის ნახვა