სოფელ ციხისძირის ისტორია

სოფელი ქობულეთში 3 ათას წლიანი ისტორიით. გიყვებით ტურისტებისთვის მიმზიდველ ციხისძირზე, რომელიც საინტერესო და მრავალფეროვანი ბუნებით გამოირჩევა. დასახლებაში ზღვისა და მთის პანორამული ხედები ერთმანეთს ერწყმის და დასვენებისთვის სასიამოვნო პირობებს ქმნის. ციხისძირზე საუბრისას ყველას პეტრას ციხე ახსენდება, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიანე პირველის ბრძანებით ააგეს. გიამბობთ, რა იციან ადგილობრივებმა სოფლის ისტორიაზე და საიდან მომდინარეობს დასახლების სახელწოდება.

კლდოვან ბორცვზე მდგარი, მრავალ საუკუნოვანი შენობის ისტორია, თითქმის, ყველამ იცის. პეტრას ისტორიული ციხე სოფელ ციხისძირში მდებარეობს. ბიზანტიელების მიერ აგებული ნაგებობა 1500 წლისაა. იგი, ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიანე პირველის ბრძანებით ააშენეს.

სწორედ, ამ მიდამოებიდან იწყება სოფლის ისტორიაც. ციხის ძირას გაშენებული დასახლების სახელი, პეტრას ციხესთანაა დაკავშირებული. ადგილი, სადაც ახლა 2000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, 3000 წელს ითვლის

სოფელ ციხისძირშია ის სახლებიც, სადაც საუკუნეების წინ რუსი გენერლები ცხოვრობდნენ. რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ, 40 გენერალს ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები, სწორედ ამ ტერიტორიაზე გადასცეს.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს, გენერლების შთამომავლებს მიწები და აგარაკები ჩამოართვეს. „დრუჟბა“, „ვეწეროკი“,“რადუგა“ - სახელები, გენერალ ზელენსკის, უშაკოვის და პომორსკის საცხოვრებლებს, მას შემდეგ შეარქვეს, რაც სანატორიუმებად გადაკეთდა.

ციხისძირი, აჭარაში, ერთ-ერთი სოფელია, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლიდან, ზღვისა და მთის პანორამული ხედები იშლება. აჭარაში, ვიზიტორების, ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, სწორედ, ციხისძირია.

მეტის ნახვა