შუახევში, ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 5 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა. კეთდება ხელოვნური და დამცავი ნაგებობები. აღნიშნული სავალი ნაწილი გომის მთასა და ბახმაროს ტურისტულ საავტომობილო გზას უაკავშირდება.

სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად გაეცნო.

ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა