ახალი ამბები • 1769693544
შუახევში დათვის ბელები იპოვეს
ამბები მთიდან
1645535622
შუახევში, გზის პირზე ნაპოვნი დათვის ბელები ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარს გადასცეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რეაგირება სამინისტროს ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი ცხოველები. ადამიანებთან შეჩვევის შემდეგ, მათი უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება რთული პროცესია, რადგან ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების და თვითგადარჩენის ინსტიქტი.
მეტის ნახვა






















