რატომ ჰქვია ახალსოფელს ახალსოფელი? - ისტორია ადგილობრივებისგან

კიდევ ერთი სოფელი აჭარაში, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. რატომ და როდის დაერქვა დასახლებას ახალსოფელი. ტერიტორიაზე თავდაპირველად ქურთები ცხოვრობდნენ. 1948 წლის შემდეგ, დგილზე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსახლდნენ. სოფელი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადრეული პერიოდიდანვე იყო. იციან თუ არა ახალსოფლელებმა საკუთარი სოფლის ისტორია?

ზღვისა და მთის პანორამულ ხედებზე გაშლილი სოფელი, ას წლიან ისტორიას ითვლის. სიახლე, ახალი, განახლება - სწორედ, ამ სიტყვებიდან წარმოიშვა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლის - ახალსოფლის სახელი. დასახლებას, თავდაპირველად, ყიზილთოფრახი შემდეგ კი, ავგია ერქვა.

„ყიზილ“ წითელს, „თოფრახი“ კი, მიწას ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, სოფელს სახელი წითელი ნიადაგის გამო დაერქვა. თავდაპირველად ახალსოფელში, ქურთები და ჰემშილები ცხოვრობდნენ. დასახლებას „ყიზილთოფრახი“ 1948 წელს ეწოდა. სოფელში არსებულ ცალკეულ უბნებს განსაკუთრებული ისტორიები ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი იყო - სხლები. ადგილობრივებმა, გადმოცემით იციან, რომ ოსმალები, მათ ვინც მუსლუმურ სარწმუნობაზე უარს იტყოდა, თავს, სწორედ, აქ, კვეთდნენ.

1948 წლამდე, ახალსოფელი, რამდენიმე სოფლად იყო დაყოფილი. ამ ტერიტორიაზე, ხალხი აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსახლდა. დრეისათვის, დასახლება, ათასზე მეტ ოჯახს ითვლის.

დასახლება ციტრუსოვანი კულტურის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. სასოფლო მეურნეობა, ათეული წლის წინაც, რომ მაღალგანვითარებული იყო, ამას, ტერიტორიაზე, ადგილობრივების მიერ, აღმოჩენილი კერამიკული ნატეხებიც მოწმობს.

სოფელში, ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი, ის მთაა, სადაც ჯვარია აღმართული. ვიზიტორებისა და ადგილობრივებისთვის საყვარელი ლოკაციიდან, ერთმანეთს ზღვისა და მთის პანორამული ხედები ერწყმის.

საქართველოში, ახალსოფლი, მხოლოდ, აჭარაში მდებარე სოფელს არ ჰქვია. ქვეყანაში, სულ, რვა „ახალსოფელია“.

მეტის ნახვა