რას გეგმავს ქედის მერია საახალწლოდ? - ღონისძიებების განრიგი

ნაძვის ხე

ქედაში, ახალი წლის მთავარ ატრიბუტს 25 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში აანთებენ. მუნიციპალიტეტის მერიაში TV25.GE-ის უთხრეს, რომ ამ დღეს დაგეგმილია ღონისძიება, ადგილობრივი ანსამბლ "ელესას" მონაწილეობით. საახალწლო კონცერტი უნდა გაიმართოს 3 იანვარსაც.

დაგეგმილი აქტივობების განრიგი ასეთია: 

3 იანვარი - ღონისძიების ადგილი: რუსთაველის ქ. #12, ქედის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია

საახალწლო პროგრამის დასაწყისი 14:00 საათი

• 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: გლინტვეინი, ტკბილეული, ცხელი შოკოლადი

• 14:00-19:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები; საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

• 15:00 - 18:00 - მოსიარულე ორკესტრის შოუ

ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

• 15:30 – 16:00 - ილუზიონისტის შოუ

• 16:00 – 17:00 - საბავშვო კონცერტი „ბასტი ბუბუ“

• 17:00 – 19:00 ირინა ბაირამაშვილი და დათო ლონდარიძე; ანსამბლი „ფორტე“.

• 19:00 - საზეიმო ფოიერვერკი.

მეტის ნახვა