ქედაში, მეწყერმა სახლი დაანგრია

მეწყერი ქედაში

ფოტო: სალი უსტალიშვილი

ქედაში, მეწყერმა სახლი მიწასთან გაასწორა. სოფელ კოკოტაურში, სტიქიამ, საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები სრულად დაანგრია. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოჯახმა, სამი მცირეწლოვანი შვილით, საცხოვრებელი მას შემდეგ დატოვა, როცა სახლთან ახლოს, სოფლის ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილი მიწის მასა შეამჩნია.

მეწყერმა, საცხოვრებელ სახლთან ერთად, სრულად დაფარა ფარეხი და ავტომობილი. სრულად განადგურდა, ზოიძეების საკუთრებაში არსებული ქონება.

რამ გამოიწვია მეწყერი, რას უკავშირებენ სპეციალისტები მომხდარს და რას აკეთებს ქედის მერია დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად? ჩვენი გადამღები ჯგუფი, ამ წუთებში, ადგილზე მუშაობს და დეტალებზე უფრო ვრცლად, მთავარ გამოშვებაში გიამბობთ.

მეტის ნახვა