ორი დღეა გადაუღებლად თოვს მაღალმთიან აჭარაში - როდის გამოიდარებს?

ორი დღეა გადაუღებლად თოვს მაღალმთიან აჭარაში. თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრომდე აღწევს. ხულოს მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პროცესში 12 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. პრობლემები შეიქმნა ავტომობილით გადაადგილების კუთხით.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ცნობით, 4 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში, დღის ბოლოს გამოიდარებს და უნალექო ამინდი 5 იანვარამდე შენარჩუნდება.

მეტის ნახვა