მაღალმთიან აჭარაში, დათოვლილი გზები ინტენსიურად იწმინდება - დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში, დათოვლილი გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში 40-მდე სპეცტექნიკა მუშაობს.

ამ ეტაპზე, რამდენიმე მიმართულებით თემებთან დამაკავშირებელი მონაკვეთები იწმინდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება ყველა მიმართულებით თავისუფალია.

მეტის ნახვა