ხულოში, 25 წლამდე ასაკის კაცმა თანასოფლელ გოგოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ხულოში ორი პირი დააკავა. მათ გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-გავრცელებას ედავება.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის კაცმა თანასოფლელ გოგოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

თანასოფლელების თქმით, ადგილი ჰქონდა შანტაჟსა და მუქარას. დაზარალებული ქალი საუბრობს, რამდენიმე კაცის მხრიდან მის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე.

ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები და მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მომხდარზე გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური კავშირის იძულებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფასა და გამოძალვას გულისხმობს.

მეტის ნახვა