ხულოსა და შუახევში ნაძვის ხეს 26 დეკემბერს აანთებენ - რა ღონისძიებებია დაგეგმილი მუნიციპალიტეტებში?

ნაძვის ხე

მაღალმთიანი აჭარის ორ მუნიციპალიტეტში, ხულოსა და შუახევში, ახალი წლის მთავარ ატრიბუტს 26 დეკემბერს საზეიმოდ აანთებენ. გაიმართება ღონისძიებები და აქტივობები.

TV25.GE გთავაზობთ ინფორმაციას, რა ღონისძიებებია დაგეგმილი მუნიციპალიტეტებში:

ხულო:

26 დეკემბერი - ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში ანთება, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

30 დეკემბერი - ღონისძიების ადგილი: დაბის ცენტრალური სკვერის ტერიტორია

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00

• 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: გლინტვეინი, ტკბილეული, ცხელი შოკოლადი

• 14:00-19:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები; საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

• 15:00 - 18:00 - მოსიარულე ორკესტრის შოუ

ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

• 15:30 – 16:00 - ილუზიონისტის შოუ

• 16:00 – 17:00 - საბავშვო კონცერტი

• 17:00-19:00 - დუეტი „ლეონი“, ჯგუფი „ბანი“

• 19:00- საზეიმო ფოიერვერკი

შუახევი:

26 დეკემბერი - ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ცერემონია და კონცერტი კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების, სალოტბარო სკოლისა და გოგონათა ბენდის მონაწილეობით

28 დეკემბერი - ღონისძიების ადგილი: მერიის მიმდებარე ტერიტორია

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00

• 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: გლინტვეინი, ტკბილეული, ცხელი შოკოლადი

• 14:00-19:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები; საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

• 15:00 - 18:00 - მოსიარულე ორკესტრის შოუ, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

• 15:30 – 16:00 - ილუზიონისტის შოუ

• 16:00 – 17:00 - საბავშვო კონცერტი

• 17:00 – 18:00 ლინდა ადამია და ბენდი 1/4

• 18:00-19:00 - ანდრია გველესიანი და ბენდი

• 19:00 - საზეიმო ფოიერვერკი

ღონისძიებების განრიგი ხულოსა და შუახევის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა