ხანძარი ხულოში - ცეცხლის შედეგად, 5 წევრიანი ოჯახის სახლი დაიწვა

ხანძარი

ხანძარი ხულოში - ცეცხლის შედეგად, 5 წევრიანი ოჯახის სახლი დაიწვა. შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. სავარაუდო მიზეზი სახლის ძველი ელექტროგაყვანილობა გახდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.

ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი დროებით საცხოვრებლად სოფლის ერთ-ერთ ცარიელ სახლში გადაიყვანეს.

მეტის ნახვა