გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - დეპარტამენტი

გოდერძის უღელტეხილი

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება. უწყების ცნობით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოების უკვე დასრულდა და ტერიტორიაზე უკვე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაა ნებადართული. 

შეგახსენებთ, კურორტ გოდერძის მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 1 თვის განმავლობაში იყო დაწესებული. მიზეზი მეწყრული პროცესების განვითარება გახდა.

მეტის ნახვა