დღეს, ხულოში, წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება - რა არის დაგეგმილი?

დღეს, ხულოში, წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება. ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათამდე გაგრძელდება. მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხესთან სტუმრებს დახვდებათ საშობაო ბაზრობა, გლინტვეინი, ტკბილეული, ცხელი შოკოლადი, საბავშვო სივრცე, თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები.

გაიმართება ილუზიონისტის შოუ, იმღერებენ დუეტი „ლეონი“ და ჯგუფი „ბანი“.

მეტის ნახვა