6 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული “შუამთობა” გაიმართება

შუამთობა

6 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.

"12:00-14:00 სთ - ქართული ესტრადის ვარსკვლავები:

სოფო ხალვაში
თემურ თათარაშვილი 
ანსამბლი ,,ფორტე”
მაკა ზამბახიძე 
რუსა მორჩილაძე
თიკა ფაცაცია 
ნინი ბადურაშვილი
აჩიკო მეფარიძე
ვერიკო ტურაშვილი
მანანა თოდაძე 
ნუგზარ ერგემლიძე

14: 00 სთ - შუამთობის ოფიციალური გახსნა - უხუცესთა ანსამბლი ბერმუხა ,,განდაგანა”

საპატიო ხულოელების დაჯილდოება

ნიშნობის ცერემონია

კონცერტი, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით:

ბერმუხა
არგინეთი
ციცინათელა
საციხური

15:00 – 17:00 სთ - სპორტული ღონისძიებები:
დოღი, ქართული ჭიდაობა- აფსოლიტური,
მკლავჭიდი.

საბავშვო აქტივობები, საზაფხულო ატრაქციები, სპეციალური ინსტალაციები, დეკორაციები, კვების ობიექტები, მუნიციპალიტეტის ხეობების მიხედვით მოწყობილი ეთნოგრაფიული კუთხეებში ტრადიციული კერძების, რეწვის ნიმუშების, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა/გაყიდვა", - წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა