ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტი

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები,  ქართული წარმოშობის ხორბლის  შეძენას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ და შემდეგ რუსული წარმოშობის ხორბლად ასაღებდნენ, რა გზითაც შემძენმა კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს 310 714 ლარის ოდენობის დღგ-ს ჩათვლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

მეტის ნახვა