ვანდალიზმი - ბათუმში ნარგავები დააზიანეს

ბათუმში, კიდევ ერთი სკვერი დააზიანეს. დეკორატიული ხე-მცენარეები, ამჯერად, ინასარიძის ქუჩაზე გააფუჭეს. მერქანი ათამდე წითელი ნეკერჩხლის ხეს გააცალეს. ტოტები აქვს დაზიანებული წიწვოვან ნარგავებსაც. „გამწვანების სამსახურში“ ეჭვობენ, რომ შესაძლოა მათი მოპარვაც სურდათ, რადგან ბოლო პერიოდში ნარგავების ქურდობა გახშირებულია.

აქ ამბობენ იმასაც, რომ დამნაშავეები ძირითადად, არასრულწლოვნები არიან, რაც პასუხისმგებლობის დაკისრებას ართულებს, დაუსჯელობის სინდრომი კი დანაშაულს ახალისებს. სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ გარემოს და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოახდინონ რეაგირება. ინასარიძის ქუჩაზე, აღნიშნული სკვერი გასული წლის ოქტომბერში კეთილმოეწყო. 

მეტის ნახვა