"თუკი მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, სამართალდამცავებს უნდა მიმართონ" - ბრეგაძე

„თუკი მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, სამართალდამცავებს უნდა მიმართონ.“ - ეს განცხადება ბათუმში მყოფმა იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. რატი ბრეგაძე ეჭვქვეშ აყენებს ფაქტს, რომ ქართულ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება. ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ ფაქტებზე თავად მოსამართლეები საუბრობენ, ბრეგაძემ თქვა, რომ მისთვის მსგავსი რამ მიუღებელია.

სასამართლოში არსებულ  კლანზე დასმულ კითხვაზე კი მინისტრის თქმით, ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ სიტყვათშეთანხმება „სასამართლოს კლანი“ აღარ უნდა გამოიყენონ. მისივე განცხადებით, სასამართლოს დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდება.

მეტის ნახვა