სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისის შესახებ საჩივარი წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს საჩივარი წარმოებაში მიიღო. საქმე, 2021 წლის 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას ეხება.

საჩივარში მთავარი აქცენტი გაკეთებულია სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და პროკურატურის მიერ, მსხვერპლთა დაზარალებულად არ ცნობაზე.

ორგანიზაცია ითხოვს, დადგინდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, სხვადასხვა, მუხლის, კერძოდ: წამებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

მეტის ნახვა