შურისძიების მოტივით, პირს გულმკერდის არეში დანით ჭრილობები მიაყენეს - ბრალდებული დამნაშავედ სცნეს

დაკავება

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს, ქ.თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ერთ პირს გულმკერდის არეში დანით ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მეტის ნახვა