შეცვლილი გადაწყვეტილება - მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას გააგრძელებს

შეცვლილი გადაწყვეტილება - მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას გააგრძელებს. ამის შესახებ მედიასთან ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს. მანამდე სოციალურ ქსელში სააკაშვილის წერილი გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ იგი ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებდა. თქვა, რომ პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებდა, ვიდრე, ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებს არ შეასრულებდა. კერძოდ, არ გააუქმებდა ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებდა ექსპრეზიდენტთან მნახველების ნორმალურ დაშვებას.

მეტის ნახვა