ახალი ამბები • 1769693544
სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს - რას ითხოვს ომბუდსმენი?
სამართალი
1651057035
სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა. ომბუდსმენის შეფასებით, საქართველოში სასამართლო სისტემის მთავარი გამოწვევა სასამართლოს შიგნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლებაა. 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებმა კი, ამ მიმართულებით, სიტუაცია გააუარესა.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, სადავო ნორმები საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას ეწინააღმდეგება. ამავდროულად ხელყოფს პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კონსტიტუციური სარჩელი ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერებასა და მათზე ზემოქმედების ბერკეტების შემცირებას ისახავს მიზნად.
მეტის ნახვა






















