რუსებმა სანოტარო ოფისი დაარბიეს, თანამშრომლებს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ

რუსების აგრესია საქართველოში გრძელდება. ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მისულმა ოკუპანტის ქვეყნის მოქალაქეებმა შენობაში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომელსაც. დასაქმებულის ცნობით, ისინი ბიუროში არსებულმა წარწერამ გააღიზიანა, რომელიც რუსულ გემს უკავშირდებოდა. თანამშრომელი ყვება, რომ ინციდენტის ასახვის მიზნით, ვიდეოს გადაღება დაიწყო, რა დროსაც მას ერთ-ერთი ქალი ფიზიკურად შეეხო.

მეტის ნახვა