ქობულეთის კოლეჯის დირექტორი გათავისუფლებულია

კოლეჯ "ახალი ტალღის" დირექტორი გათავისუფლებულია. ლაშა ხახუტაიშვილმა თანამდებობა განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე დატოვა, ინფორმაცია ექსკლუზიურად TV25.GE-ს ადრესატმა დაუდასტურა.

მისი თქმით, დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საქმე უკვე ძიების პროცესშია და იგი საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

აუდიტორებმა კოლეჯის საქმიანობის კვლევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლაშა ხახუტაიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით საჩივრები დაიწერა. ჩვენი ინფორმაციით, პროცესში ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ფიგურირებს. დავით მჭედლიშვილი ლაშა ხახუტაიშვილის ბიძაა, მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე "მაცნეს" გადამღებმა ჯგუფმა რეპორტაჟიც მოამზადა.  

იყო თუ არა საჩივრის ერთ-ერთი ავტორი დავით მჭედლიშვილი? "დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა არ გამომრიცხავ," - უთხრა TV25.GE-ს რეპორტიორს ლაშა ხახუტაიშვილმა. 

საქმე ისაა, რომ გასულ წელს, დავით მჭედლიშვილს პოლიტიკიდან წასვლა და პროფესიულ კოლეჯში დაბრუნება სურდა, თუმცა თავად ხახუტაიშვილი გვარწმუნებს, რომ დედის ძმასთან დაპირისპირება მხოლოდ პირად საკითხებს უკავშირდება.

სიუჟეტი არქივიდან: 

მეტის ნახვა