ახალი ამბები • 1728068947
,,ქართული ოცნების" წევრის შეურაცხყოფის გამო მოქალაქე 1000 ლარით დააჯარიმეს
სამართალი
1725891962
28 მაისს, "ქართული ოცნების" წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ საპროტესტო სიტყვების გამოყენების გამო, მოქალაქე ლექსო სამხარაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. მან დეპუტატს "მონა" უწოდა და სკანდირებდა "არა რუსულ რეჟიმს", "გაიქეცით, გაიქეცით, ვირთხებო"
,,ლექსო სამხარაძემ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.",- აცხადებს საქალაქო სასამართლო.
კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 1...
1726726009
მეტის ნახვა