ოკუპანტები ქართველების უკრაინელებისადმი სოლიდარობას ვერ ეგუებიან

რუსების აგრესია საქართველოში გრძელდება.  ოკუპირებულ ქვეყანაში გამოქცეულები უკრაინის მიმართ ქართველების სოლიდარობას ვერ ეგუებიან.  ოკუპანტი  ქვეყნის მოქალაქეები, ანადგურებენ დროშებს, აზიანებენ გაკრულ სტიკერებს და აგრესიას ღიად გამოხატავენ. მაგალითად,  ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მისულმა რუსეთის  მოქალაქეებმა, შენობაში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომელსაც. ისინი,  ბიუროში არსებულმა წარწერამ გააღიზიანა, რომელიც რუსულ გემს უკავშირდებოდა.

აგრესიულ განწყობას, რუსეთის მოქალაქეები, საქარველოში, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გამოხატავენ. მაგალითად, გუშინ, ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულებმა, ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში დასაქმებულ ქალს, ხელი იმის გამო დაარტყეს, რომ ოფისში უკრაინის დროშასთან ერთად, ის ცნობილი ფრაზა იყო წარწერად, რომელიც რუსულ გემს გარკვეული მიმართულებით გზავნის. ბიუროს თანამშომლებმა, თემსათან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ეს ვიდეო კი, 23 მარტით თარიღდება. ხალხის მიმართ აგრესიას ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე ქართულ სავაჭრო ცენტრში გამოხატავს. იგი მაღაზიაში, სკანდირებს სიტყვებს - დიდება რუსეთს და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, სიამაყით აცხადებს, რომ რუსია.

ანადგურებენ ყველაფერს, რაც უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავს. ეს, მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში, უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვას და სრულმასშტაბიან ომს, დღემდე, აგრძელებს.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მსგავსი  ფაქტები შემცირდეს? მესამე სექტორში  ფიქრობენ, რომ მმართველმა გუნდმა საზღვარზე რუსების შემოსვლა უნდა გააკონტროლოს.  სხვა შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორის მოლოდინით, საკუთარ ქვეყანაში, ქართველების ჩაგვრისა და ცემის ფაქტები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიერ გახშირდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები მოსალოდნელი იყო, რადგან „ქართული ოცნება“ რუსულ პოლიტიკას ატარებს. რევაზ ხარაზის თქმით, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოში, სახელისუფლებო ძალების მხრიდან მხარდაჭერას გრძნობენ და ფესვებს მალე გაიდგამენ.

ფაქტებს შეფასება მმართველ გუნდსაც ვთხოვეთ, თუმცა, „მაცნე“-ს კამერის წინ, თემაზე, კომენატარის გაკეთება არავინ ისურვა. 

მეტის ნახვა