ახალი ამბები • 1769693544
ნათია კაპანაძის სარჩელზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა
ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილეს. გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა.
აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი უნდობლობის საკითხზე მაუწყებლის ბორდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყების საკითხი, მაშინდელი ბორდის წევრებმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა დააყენეს. მათი თქმით, ყოფილი დირექტორი, გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდა და თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა.
აჭარის ტელევიზიის დირექტორად კაპანაძე 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას თანამდებობა, ვადის ამოწურვამდე, 6 თვით ადრე დაატოვებინეს.






















