იდენტიფიცირებულები არიან პირები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, ძაღლზე ფიზიკურად იძალადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულები არიან პირები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, ძაღლზე ფიზიკურად იძალადეს. უწყების ცნობით, გამოძიება 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ორი ახალგაზრდა ძაღლს ფიზიკურად გაუსწორდა. მათ ცხოველს ფეხი მიკრეს და არდაგანის ტბაში ჩააგდეს.

პირს, რომელმაც ცხოველზე სასტიკი მოპყრობის ფაქტი გადაიღო, რეაქცია თავადაც არ ჰქონია. ძაღლზე სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ცხოველთა დამცველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინვე მიმართეს. ისინი მკაცრ რეაგირების ითხოვდნენ.

მეტის ნახვა