გალიფ ოზთურქის სასამართლო - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ?

გალიფ ოზთურქი

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მისი განმარტებით, საქმეში ახალი გარემოებები არ იყო და მიზანშეწონილად მიიჩნია პატიმრობა. სასამართლო სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოძიება ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა მოხმარებას ედავება. გამოძიების მტკიცებით, აღნიშნულ ნივთიერებებს ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

ბიზნესმენი 31 მაისს, საკუთარ საცხოვრებელში დააკავეს.

მეტის ნახვა