ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის" ფაქტები - გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი

აფთიაქი

ფოტო: საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი გამოვლინდა.

„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ ჰქონდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სს კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა