დაჭრა ხელვაჩაურში - პოლიციამ ქალის ოჯახის წევრი დააკავა

ხელვაჩაურში, 35 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებულები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე 1 პირი დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თვითმხილველთა ცნობით, ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსული კი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა დანით დაჭრა.

დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. BMC-ის ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თვითმხილველები TV25.GE-ის უყვებიან, რომ სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან გაქცევას ცდილობდა.

"გაქცევა უნდოდა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავიდა, მძღოლი მიხვდა, რომ გარბოდა და არ დაძრა ავტომობილი", - ამბობს მოქალაქე.

მეტის ნახვა