ბუღალტერმა სკოლის კუთვნილი ფული აზარტულ თამაშებში დახარჯა - მან 142 ათას ლარზე მეტი მიითვისა

აზარტული თამაში

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა 142 ათას 629 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებსა და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა