ბათუმში არსებულ 19 სილამაზის სალონში დარღვევები გამოვლინდა

სალონი

ბათუმში არსებულ 19 სილამაზის სალონში დარღვევები გამოვლინდა. TV25-ის მიერ, „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ ობიექტებმა ესთეტიკური და კოსმეტიკური მომსახურეობისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმები დაარღვიეს.

მათგან 9-ს არ ჰქონდა გავლილი რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რის გამოც შედგა შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები. მონაცემი გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

მეტის ნახვა