ბათუმში, 7 მაისის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

ბაჩი მექვაბიშვილი, ლევან გორგილაძე და გიგა თედორაძე - ბათუმში, 7 მაისის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. მტკიცებულებები პოლიციამ მოცემულ ვადაში ვერ წარადგინა.

ბრალდების მხარემ პოლიციელების სამხრე კამერებიდან ჩანაწერების წარდგენისთვის კიდევ 2 დღე ითხოვა. ვიდეო-ჩანაწერები ჰქონდათ ბრალდებულებს, თუმცა მოსამართლისთვის ეს გადაწყვეტილების მისაღებად  საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, 7 მაისის აქციაზე, პოლიციამ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და მათი მხარდამჭერები დააკავა. მათ დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე წესრიგის დარღვევას ედავებიან.

მეტის ნახვა