ბათუმის საკრებულოს დეპუტატი მანქანას მართვის უფლების მოწმობის გარეშე მართავდა

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" მანქანას მართვის უფლების მოწმობის გარეშე მართავს, ფაქტის ამსახველი ვიდეო "აჭარა.News"-მა გაავრცელა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, TV25 რიჩარდ სირაბიძეს დაუკავშირდა. მმართველი გუნდის დეპუტატმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და ტელეფონი გაგვითიშა.

ჟურნალისტი: რიჩარდ გამარჯობა, გავრცელდა ვიდეო და ინფორმაცია სადაც ჩანს, რომ მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდით, შეგიძლიათ ამ თემაზე კომენტარი გააკეთოთ?

რიჩარდ სირაბიძე: არ მცალია, ვერ გავაკეთებ კომენტარს. [გათიშა ტელეფონი. ავტ]

სააგენტოს მიერ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო წაშალა. 

[მასალა განახლდება]

 

მეტის ნახვა