2022 წელს, საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა

სექსუალური ძალადობა

გასულ წელს საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავებმა 123 (69.89%) გახსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 578 ფაქტი დარეგისტრირდა, საიდანაც 402 გახსნეს (69.55%). აღნიშნული შემთხვევები გაუპატიურების გარდა მოიცავს ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორებიცაა სექსუალური ხასიათის სხვადასხვაგვარი ქმედება.

რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, 2021 წელს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 530 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 265 (50%) გაიხსნა. მათ შორის იყო გაუპატიურების 170 შემთხვევა, რომელთაგან სამართალდამცველებმა 97 (57.06%) გახსნეს.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს საქართველოში სულ 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 3 3805 ფაქტი (62.1%) გახსნეს.

მეტის ნახვა