უსაფრთხო გზა სკოლისაკენ - ბათუმის მერიამ საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო

„უსაფრთხო გზა სკოლისაკენ“ - ბათუმის მერიამ საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროექტისთვის ბათუმის N14 საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც, მოსწავლეების ჩართულობით, შესაბამისი თემატიკით მოიხატა ტერიტორია, დამონტაჟდა დროებითი ბარიერები და საგანგებო ნიშნები.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოეწყო საზოგადოებრივი სივრცე როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. უწყების ცნობით, ღონისძიების პერიოდში შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობაც. პროექტის განხორციელებაში 80-მდე ბავშვი და მათი მშობლები იყვნენ ჩართულები.

მე-14 საჯარო სკოლის მაგალითზე იგეგმება შესაბამისი სახელმძღვანელოს მომზადებაც. „უსაფრთხო გზა სკოლამდე“ ბავშვების ფეხით უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა