ახალი ამბები • 1769693544
თამარის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ინფრასტრუქტურა
1651142147
თამარის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, მოხდება ძეგლის რეაბილიტაცია-კონსერვაცია, მოეწყობა მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული ინფრასტრუქტურა.
ციხე სავარაუდოდ, XI საუკუნეშია აგებული. იგი, მდინარე ყოროლის წყლის მარცხენა ნაპირას აღმართულ ბორცვზე მდებარეობს. სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლი ბევრჯერ გადაკეთდა, ამიტომ თავდაპირველი სახის აღდგენა რთული იქნება.
ციხე მნიშვნელოვნად დაზიანდა გასული საუკუნის 60-იან წლებში, მასზე კაფე-პავლიონის აშენებისას, რა დროსაც, მისი სამხრეთი კედლის ერთი ნაწილი დაინგრა.
მეტის ნახვა






















