შტორმი ბულვარის ინფრასტრუქტურას ისევ აზიანებს

ასე ხსნის რეკრეაციულ ზოლში, ქვანაყარი ბერმის ნაკლოვანებებს ეკოლოგი კახა გუჩმანიძე. სპეციალისტი ამბობს, რომ ბათუმის სანაპირო ზოლი გამაგრებისთვის, გრძელვადიან პერიოდზე, ერთი შეხედვით ეკონომიური იდეა - ქვანაყარი ბერმის მშენებლობა, ხელისუფლებას დღეს ბევრად ძვირი უჯდება, თუმცა იმის გამო, რომ ხელისუფლებამ, თავის დროზე სპეციალისტებს არ მოუსმინა, ამ ყველაფრის გარდა, კიდევ ერთი რისკი ვერ შეაფასა.

ეს პროგნოზი ზერელე რომ არ არის, კომპეტენტური შეფასების გარეშე, დღევანდელი კადრებიც კარგად მოწმობს. ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ნაცადი მეთოდი, სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება შეწყვიტა და ნაპირადცვა, ქვანაყარი ბერმის მშენებლობით გადაწყვიტა, ყოველი გაწვიმების შემდეგ, ზღვისპირა ზოლში, ინფრასტრუქტურა ნადგურდება. პროექტის მიხედვით, ბერმის მშენებლობის მიუხედავად, პლაჟის გასამაგრებლად, ყოველწლიურად უნდა მოხდეს 20 ათასი კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის შეტანა. ეკოლოგის თქმით, ეს ბათუმის კონცხიდან, სპეციალური ქვიშა შემწოვი მილებით, უნდა გადმოეტუმბათ. ეს ვერ მოხერხდა და სპეციალისტი ახლა კითხვას ასე სვამს.

არათანმიმდევრული ნაპირგამაგრებითი სამუშაოებისთვის, ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდა ოპოზიცია. საუბრობდნენ კორუფციულ სქემებზე. მიმართავდნენ პროკურატურასაც, თუმცა მმართველი გუნდისთვის ოპონენტების კრიტიკა და მოთხოვნა, არაფერს ნიშნავდა. დახარჯული 55 მილიონის მიუხედავად, დღეს ახალი ბულვარის სანაპირო, ისევ მიტაცების რისკის ქვეშაა, ინფრასტრუქტურის განახლებაზე კი რესურსი ყოველი უამინდიბის შემდეგ იხარჯება.

კითხვებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა აქ მხოლოდ ზეპირად გვიპასუხეს და თქვეს, რომ ის მონაკვეთები, სადაც სამუშაოები მათი დაკვეთით შესრულდა, დაზიანებული არ არის. ანუ მივდივართ იქ, რაზეც სიუჟეტის დასაწყისში ეკოლოგი სუბრობდა, რომ როცა ტალღას არასწორად აგებული ხელოვნური ბარერი ხვდება, პროცესის ესკალაცია იწყება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტალღა აზიანებს ნაპირის გაგრძელებას, იმ ტერიტორიას, სადაც მოძრაობის საშუალება ეძლევა. 

მეტის ნახვა