მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ნიკო ჯაყელის ქუჩაზე - რა მდგომარეობაში არიან ადგილობრივები?

მოუწესრიგებელი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა, გაუმართავი გარე განათება, არასაკმარისი სანაგვე ურნები, გზა ორმული დაზიანებებით- ეს ინფრასტრუქტურული პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ნიკო ჯაყელის ქუჩაზე მცხოვრებლებს აწუხებთ. ქალაქის მერიისგან მივიწყებულ მონაკვეთზე, უამინდობის დროს მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ეზოები იტბორება და წყალი სახლებამდე მიდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ თვითმმართველობა მათი პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებს.

ქუდი: მოუწესრიგებელი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა, გაუმართავი გარე განათება, არასაკმარისი სანაგვე ურნები, გზა ორმული დაზიანებებით- ეს ინფრასტრუქტურული პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ნიკო ჯაყელის ქუჩაზე მცხოვრებლებს აწუხებთ. ქალაქის მერიისგან მივიწყებულ მონაკვეთზე, უამინდობის დროს მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ეზოები იტბორება და წყალი სახლებამდე მიდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ თვითმმართველობა მათი პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებს.

ამ ხიდთან ნიკო ჯაყელის ქუჩა იწყება. მონაკვეთი რომ არასახარბიელო მდგომარეობაშია, დასაწყისშივე იგრძნობა.  ტერიტორიის ნაწილი ეკალ-ბარდითაა დაფარული, გზა კი ორმულ შეკეთებას საჭიროებს. მძღოლები ამბობენ, რომ განსაკუთრებული დისკომფორტი უამინდობის დროს ექმნებათ. გარდა ამისა, პრობლემას ქმნის გზის სივიწროვეც.

ქუჩაზე მცხოვრებლები ყვებიან, რომ საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების არარსებობის გამო, წვიმის დროს, ტერიტორიაზე, აუტანელი სიტუაცია იქმნება. ამტკიცებენ, რომ ადგილზე საშინელი სუნია და ღია არხებიდან წყალი გადმოდის. ადგილობრივების თქმით, საკითხი გადაჭრას წლებია საჭიროებს, თუმცა ხელისუფლება რეგიარებას არ ახდენს.

პრობლემაა სანაგვე ურნების სიმწირეც, რაც ანტისანიტარიას  ქმნის. აწუხებთ გარე განათებების პერიოდულად მწყობრიდან გამოსვლაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ მდგომარეობის გამო, ბავშვების გარეთ გაშვება ეშინიათ. ისინი თვითმმართველობისგან თავს მიტოვებულად გრძნობენ.

ტერიტორიის კეთილმმოწყობა ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველოს კომპეტენციაა. გეგმავს თუ არა უწყება ნიკო ჯაყელის ქუჩის მოწესრიგებას და გაწერილია თუ არა ხარჯები მიმდინარე წლის ბიუჯეტში? თემასთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარი ვერ მივიღეთ. ასე, რომ ბუნდოვანი რჩება, რა გეგმა აქვს თვითმმართველობას აქ მცხოვრებლების დასახმარებლად.

მეტის ნახვა