მერისი-გუნდაური-ჭალათის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

ქედაში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მერისი-გუნდაური-ჭალათის მიმართულებით 3 ათას 780 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი დაიგო. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოეწყო ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, მილები და ზღუდარები. აშენდა ერთი ახალი ხიდი. აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია პირველად განხორციელდა.

რეაბილიტირებული გზა უკავშირდება სოფელ გუნდაურს, ჭალათს და გარეტყეს, რომლითაც 100 ადგილობრივ ოჯახთან ერთად ვიზიტორები ისარგებლებენ. ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა